ჩვენს შესახებ
შპს "დანი" დაარსდა 2013 წელს. ამ წლების განმავლობაში შეიძინა პროფესიონალი ხელოსნები და კოლექტივი,რომელთაც აქვთ დიდი გამოცდილება სამშენებლო ჰიდროტექნიკური ნაგებობების აშენებაში.
კომპანიის ძირითადი საქმიანობა არის აუზების მშენებლობა და პროექტირება, ასევე მათი შემდგომი შენარჩუნება.ჩვენი კომპანია და კოლექტივი მზად არის ითანამშრომლოს თქვენთან და დაგეხმაროთ სწორი არჩევანის გაკეთებაში.მნიშვნელოვანია რომ გახსოვდეთ, სწორი პროექტირება აუცილებელია საცურაო აუზის გამართული ფუნქციონირებისთვის.
ჩვენ მოხარული ვიქნებით,დაგეხმაროთ არა მხოლოდ აუზის ადგილმდებარეობის, ტიპის და ფორმის შერჩევაში არამედ ასევე დაგიპროექტებთ საჭირო დანადგარებს, მოსაპირკეთებელ მასალებს, ტექ. ოთახის მოწყობას და სხვა მნიშვნელოვანი საკითხებს.
აუზი შეიძლება იყოს სხვადასხვა სახის :
- ბეტონის, კარკასული, მოპირკეთებული ფილით, მოზაიკით, ლაინერით, სკიმერით, გადადინებით და ა.შ.
- თანამედროვე ტექნოლოგიები და მოსაპირკეთებელი მასალების მრავალფეროვნება შესაძლებლებელს ხდის მაქსიმალურად დავაკმაყოფილოთ დამკვეთის მოთხოვნები.
- თითოეული აუზის ტიპს აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები. მაგალითად კარკასული (გადასატანი) აუზის უდაო პლიუსად შეგვიძლია მივიჩნიოთ აწყობის სისწრაფე და მობილურობა, თუმცა ბეტონის (სტაციონარული) აუზი ბევრად უფრო სანდოა და გვაძლევს საშუალებას განვახორციელოთ ნებისმიერი დიზაინერული ჩანაფიქრი.
- ბეტონის აუზი შეიძლება იყოს როგორც შენობაში, ასევე მის გარეთ, ნებისმიერი ფორმის და სიღრმის, მოპირკეთებული ფილით, მოზაიკით, ლაინერით, აღჭურვილი უახლესი საფილტრაციო და მადოზირებელი მოწყობილობებით, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს წყლის მაღალ ხარისხს.
ჩვენ გთავაზობთ საცურაო აუზებს,რაც ხელს შეუწყობს უსაზღვრო სიხარულის და ბედნიერებას თქვენს ოჯახს და მეგობრებს.
საუკეთესო სურვილებით "შპს დანი". ტელეფონი: +995 599 49-45-61